weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის მეთაურად ალექსანდრე კიკნაძე დაინიშნა

20:41 პარასკევი, 07 სექტემბერი 2018

სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლად პოლკოვნიკი ალექსანდრე კიკნაძე დაინიშნა. სარდალს საბრძოლო დროშა ვაზიანის მე-4 მექანიზებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გადასცეს.

საზეიმო ღონისძიებას თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და ყოფილი აღმოსავლეთ სარდალი შავლეგო ტაბატაძეც ესწრებოდნენ. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ლევან იზორიამ ბრიგადის გენერალ შავლეგო ტაბატაძეს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და ახლად დანიშნულ სარდალს, პოლკოვნიკ ალექსანდრე კიკნაძეს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა.

პოლკოვნიკი ალექსანდრე კიკნაძე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 1991 წლიდან მსახურობს.

2016 წლიდან 2018 წლის აგვისტომდე სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის მეთაური შავლეგო ტაბატაძე იყო. 20 აგვისტოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ტაბატაძე იმერეთის გუბერნატორად დანიშნა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]